
2025 წლის 27 ივნისს, ინვესტორთა საბჭომ, PMCG-ის ექსპერტების ჩართულობით ნახშირბადის საზღვრის კორექტირების მექანიზმის (CBAM) თაობაზე დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანია CBAM-ის პოტენციური გავლენის განსაზღვრა საქართველოს ეკონომიკასა და მის ცალკეულ სექტორებზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ევროკავშირის ნახშირბადის საზღვრის კორექტირების მექანიზმი (CBAM)— საკვანძო მარეგულირებელი ინიციატივაა, რომელიც სრულად 2026 წლის იანვრიდან ამოქმედდება.
📊 ღონისძიების განმავლობაში, PMCG-ის ექსპერტებმა წარმოადგინეს ადრეული ეტაპის შეფასებები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება აისახოს CBAM საქართველოს ვაჭრობაზე, ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობაზე და დასაქმებაზე. ინვესტორთა საბჭოს წევრი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებმა ღირებული უკუკავშირი წარმოადგინეს და ხაზი გაუსვეს CBAM-ის გრძელვადიანი ადაპტაციის საჭიროებებს.
შეხვედრამ გამოავლინა შემდეგი საკითხების მნიშვნელობა:
- ცნობიერების ამაღლება მრეწველობის ყველა სექტორში,
- სექტორული რისკების იდენტიფიცირება,
- პრაქტიკული სტრატეგიების შემუშავება.
ეს ერთობლივი ძალისხმევა არის გადამწყვეტი ნაბიჯი საქართველოს კერძო სექტორის მომზადებაში უფრო მწვანე, მდგრადი სავაჭრო მომავლისთვის.